გიორგი ალიბეგაშვილმა ფიდეს მსოფლიო გრან- პრის გათამაშებაზე პირველი სვლა გააკეთა


თბილისის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარე დავით უთმელიძე, ჭადრაკში ფიდეს მსოფლიოს გრან- პრის გათამაშებას დაესწრნენ.
გიორგი ალიბეგაშვილმა მოჭადრაკეებს წარმატებები უსურვა და ტომაშევსკი – ჯობავას პარტიაში პირველი სვლა გააკეთა.
ფიდეს მსოფლიო გრან- პრის გათამაშება ქართული ჭადრაკის ისტორიაში პირველად იმართება.
თბილისის ტურნირი 2014-2015 წლებში დაგეგმილი მსოფლიოს საჭადრაკო გრან- პრის ოთხი ეტაპიდან ერთ-ერთია და მასში მსოფლიოს 12 უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები