საქართველოს საგარეო უწყება: ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტი ძალაში რჩება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტი ძალაში რჩება. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, დავით კერესელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერის ვიზიტი დაზუსტებული ჯერ არ არის, თუმცა ამ კუთხით გეგმები არ შეცვლილა.
ამასთან, კერესელიძე ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინასთან ნაკლები კომუნიკაციაა, არ ეთანხმება.
მისი თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ასევე ორი ვიცე-პრემიერი იმყოფებოდა. ცოტა ხნის წინ კი უკრაინაში იმყოფებოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე.
“ეს კომუნიკაცია და ვიზიტები ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენ მოვამზადოთ საქართველოს პრემიერის ვიზიტი, ყველაფერი ძალაში რჩება, არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ ნამდვილად არ გვსურს, რამემ ხელი შეუშალოს ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას”, – განაცხადა პრესსპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები