თეა თელიას გამოფენა „Selfie“ გალერეა „გამრეკელში“

გალერეა „გამრეკელში“ თეა თელიას გამოფენა „Selfie“ მიმდინარეობს. სელფის ტერმინი თეა თელიასთან კონცეპტუალურ გზავნილად ტრანსფორმირდება. ახლო მანძილიდან დაფიქსირებული სახის ნაწილები ფანქარში შესრულებული ავტოპორტრეტების სერიად მოიაზრება. სწორედ ამ რაკურსით დანახული საკუთარი თავი თვისობრივად განსხვავებულ ხედვას გვთავაზობს და თვითრეფლექსის საშუალებას იძლევა. გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი, მათ შორის თერთმეტი ობიექტი ავტორის მიერ განცდილი პირადი ცხოვრების ისტორიისა და შეგრძნებების მატარებელია, რაც მისი ყოველი კონკრეტული მონაკვეთის აქტუალობასაც გულისხმობს.
გამოფენაზე წარმოდგენილია 11 ცალი ფანქრით შესრულებული გრაფიკული ნამუშევარი და 11 მულტიმედიური ობიექტი.
გამოფენა 12 თებერვალს გაიხსნა და 19 თებერვლამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები