„ევროკავშირის ფილმების ფესტივალი 2015“ საქართველოში გაიმართება
20 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობა იწყებს „ევროკავშირის ფილმების ფესტივალ 2015-ს“ საქართველოში. ფილმების ჩვენება მთელი საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქში: თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში გაიმართება.
ფესტივალის გახსნის დღეს, 20 თებერვალს, 18:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ ნაჩვენები იქნება ფრანჩესკა კომენჩინის ფილმი „განსაკუთრებული დღე“ (იტალია). ამავე დღეს 20:00 საათზე წარმოდგენილი იქნება პორტუგალიური მოკლემეტრაჟიანი ფილმები. სეანსებზე დასწრება უფასოა.