საპარლამენტო დელეგაცია დღეს სომხეთში გაემგზავრება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს სომხეთში გაემგზავრება. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, 16-17 თებერვალს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შეხვედრები.
დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე გალუსტ საჰაკიანთან, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრამიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ ნალბანდიანთან გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები