თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხებათ, 10:00-დან 18:00 საათამდე: ჩიტაძის, ჩაიკოვსკის, ბერიძის და ჭონქაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მაჩაბლისა და ლეონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ძალოვანი ტრანსფორმატორის შეცვლის გამო 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამრეკელის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელის ტექნიკური შემოწმების გამო 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წერეთლის გამზირის, სამტრედიის, აგლაძის, ბაღის, მირცხულავას და წყალტუბოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელის ტექნიკური შემოწმების გამო 11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის და ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის მაცხოვრებლებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ. კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.