ხათუნა ლაგაზიძე: დასავლეთმა საქართველოსთან დაკავშირებით პაუზა აიღო

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ დასავლეთმა საქართველოსთან დაკავშირებით პაუზა აიღო. ლაგაზიძეს მიაჩნია, რომ თუ საქართველო რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდა, დასავლეთი თავისი დაშვებული შეცდომების კასკადით, იმავე დოზით იქნება პასუხმოსათხოვი, რა დოზითაც რუსეთი.
“ყველაფრიდან ჩანს, რომ დასავლეთმა საქართველოსთან დაკავშირებით პაუზა აიღო, სამაგიეროდ რუსეთს აქვს უამრავი რესურსი დასავლეთზე გულაცრუებული და სოციალურად გაჭირვებული ადამიანის სახით. თუ საქართველო რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდა, დასავლეთი თავისი დაშვებული შეცდომების კასკადით, იმავე დოზით იქნება პასუხმოსათხოვი, რა დოზითაც რუსეთი. უბედურება ის არის, რომ ჩვენ არც ერთის და არც მეორის თავი არ გვაქვს”, – წერს ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები