„თავისუფალი დემოკრატები” აჭარაში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ

„თავისუფალი დემოკრატები” აჭარაში, თამარის, ეგრეთწოდებული „ბენზეს“ დევნილთა დასახლების მცხოვრებლებს შეხვდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის წევრებმა დევნილებისგან არსებული პრობლემები მოისმინეს და დახმარებას დაჰპირდნენ, როგორც ადგილობრივი თვითმართველობის ასევე, ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ პარტიის წარმომადგენლებს განუცხადეს, მათთვის ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმებაა. გარდა ამისა, დევნილების ინფორმაციით, გაურკვეველი მიზეზების გამო მათ კომუნალური გადასახადები მოემატათ.
„როგორც აქაურებმა გვითხრეს, ბოლო პერიოდის განმავლობაში, გაურკვეველი მიზეზების გამო მატულობს ტარიფები. მაგალითებიც კი მოგვიყვანეს: თუ ადრე ოჯახი 50 ლარამდე იხდიდა ყოველთვიურად, ახლა ეს თანხა მინიმუმ გაორმაგებულიაო. მიზეზს, თუ რატომ გაეზარდათ გადასახადი, ვერც თვითონ ხსნიან და ვერც ადგილობრივი მთავრობა უხსნით. ტარიფი არ შეცვლილა, თუმცა მეტის გადახდა რომ უწევთ, ფაქტია. უკვე დიდი ხანია ითხოვენ მრიცხველების ექსპერტიზას, სიმართლის დასადგენად, თუმცა ჯერჯერობით პრობლემის გადაჭრის გზები არ ჩანს“, – აცხადებენ „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები