დავით მაღრაძის პოეზიის საღამო სიღნაღში

სიღნაღის კულტურის ცენტრში დავით მაღრაძის პოეზიის საღამო გაიმართა.პოეტი რაიონში მოსწავლე ახალგაზრდობის მიწვევით ჩავიდა.
დავით მაღრაძემ შეკრებილ საზოგადოებას მისი ბოლო კრებულიდან ლექსები წაუკითხა. შეხვედრაზე მოსწავლეებმა სხვადასხვა საკითხზე პოეტის მოსაზრებები მოისმინეს.
“მოწვეული ვარ მოწაფეების ინიციატივით და ამას დიდ პატივს ვცემ. ვინაიდან მოწაფეებს გაუჩნდათ სურვილი, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა და ყველაზე დიდი ორდენი, რაც კი შეიძლება მიიღოს პოეტმა. მე მზად ვარ, მათი სამსახურისთვის და ყოველთვის მცალია ლექსისთვის”, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები