უკრაინის პრეზიდენტმა სამხედრო ძალებს ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა (ვიდეო)

კიევის თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის სამხედრო ძალებს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა. აღნიშნული განკარგულება მინსკში 12 თებერვალს ხელმოწერილ დოკუმენტს უკავშირდება.
“მე როგორც უკრაინის პრეზიდენტს და ქვეყნის მთავარსარდალს პეტრო პოროშენკოს მსურს მშვიდობა. ამიტომ ვდგამ პირველ ნაბიჯს, ვიძლევი ბრძანებას, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ეროვნულმა არმიამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფება, სასაზღვრო ძალებმა და უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა 15 თებერვლის დადგომისთანავე შეწყვიტონ ცეცხლი”, – განაცხადა პოროშენკომ.
პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაირღვევა, იგი ყველაფერს გააკეთებს, საკუთარი ქვეყნის დასაცავად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები