“ნიუ-იორკ ტაიმსი”: უკრაინის ეკონომიკა მანამ განადგურდება, სანამ მას დასავლეთი დახმარება

უკრაინის ეკონომიკა მანამ განადგურდება, სანამ დასავლეთი მის დახმარებას შეძლებს. მინსკში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება კი მათ ეკონომიკურ პრობლემებს ვერასდროს გადაჭრის,- წერს “ნიუ-იორკ ტაიმსი”.
გამოცემა იუწყება, რომ ფინანსურ კრიზისს არა მხოლოდ ქვეყნის აღმოსავლეთში არსებული საომარი მოქმედებები და სპეცოპერაციებზე დახარჯული თანხები განაპირობებს, არამედ ის კორუფციაც, რომელიც სამთავრობო უწყებებშია “დაბუდებული”. გარდა ამისა, უკრაინაში მუშაობას წყვეტენ უცხოური ბანკები და საერთაშორისო ორგანიზაციები. მათთვის უკრაინა საიმედო ქვეყანა აღარ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები