მთავრობის კანცელარია 8 ახალ ავტომანქანას ყიდულობს

  მთავრობის კანცელარია რვა ახალი ავტომანქანის შეძენას გეგმავს. ავტომანქანების შესაძენად ოთხი ტენდერია გამოცხადებული. სატენდერო განცხადებები სახელმწიფო შესყიდვებისა და კონკურენციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სატენდერო პირობების მიხედვით, ხუთი მსუბუქი ავტომობილის შესაძენად კანცელარია 175 274 ლარის დახარჯვას აპირებს.
მთავრობის კანცელარია ასევე ორი მსუბუქი ავტომანქანის შეძენას გეგმავს. თითოეულის ღირებულება 25 583 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
ყველზე დიდი თანხის – 41 153 ლარის გადახდას კანცელარია მსუბუქი, მაღალი გამავლობის ავტომანქანაში გეგმავს.
სატენდერო განცხადებებში აღნიშნულია, რომ შესყიდვის ობიექტის ღირებულება, ავტომობილის მიწოდებასთან ერთად, მოიცავს ავტომობილის თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმური ფასიანი მომსახურების ღირებულებას 100000 კმ. გარბენზე.
ავტოტრანსპორტის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები