სკანდალი: არგენტინის პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდესი შესაძლოა, მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავონ

არგენტინის პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდესი, შესაძლოა, ცნობილი ადვოკატის ალბერტო ნისმანის განზრახ მკვლელობაში მონაწილეობისათვის დააკავონ. ნისმანი 2015 წლის 18 იანვარს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მომდევნო დღეს ის კონგრესში მის მიერ ჩატარებულ გამოძიების შედეგების წარდგენას აპირებდა.
ადვოკატმა არგენტინის თანამედროვე ისტორიაში მომხდარი ყველაზე ცივსისხლიანი ტერაქტის გამოძიება სცადა. 1994 წელს ბუენოს -აირესში, „კამიკაძე“ ტერორისტის მიერ ორგანიზებულ აფეთქებას 85 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 300-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა.
“გარდიანის“ ინფორმაციით, მოკლული ადვოკატი აცხადებდა, რომ 10 წლის წინ მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებითაც არგენტინის პრეზიდენტის ბრალეულობა იკვეთებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ფერნანდესის ბრალი დადგინდება, მას ხელშეუხებლობის მანდატს ჩამოართმევენ და კანონით დადგენილი რეგულაციების თანახმად გაასამართლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები