იემენში დაპირისპირებას 26 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

იემენის ალ-ბაიდანის რეგიონში მომხდარ დაპირისპირებას 26 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კონფლიქტის მონაწილე მხარეები შიიტი მუსულმანები, ალ-ქაიდასა და ჰუსიტების დაჯგუფების წევრები იემენში დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის საელჩოების დახურვას აპროტესტებდნენ.
მიზეზად იემენში არსებული არასტაბილური მდგომარეობა დასახელდა. გარდაცვლილთა შორის მშვიდობიანი მოსახლეობაც არის.
შესახსენებთ, გასულ წელს იემენში საკუთარი საელჩო აშშ-მ და საუდის არაბეთმაც დახურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები