დონბასში გასული ღამის განმავლობაში 100 სეპარატისტი დაიღუპა, 180 კი მძიმედ დაშავდა

დონბასში გასული ღამის განმავლობაში 100 პრორუსი სეპარატისტი დაიღუპა, 180 კი მძიმედ დაშავდა, განცხადება ამასთან დაკავშირებით უკრაინული სამხედრო ბატალიონის “ატოს” პრესცენტრმა დღეს დილით გააკეთა.
სეპარატისტებმა იმ ტერიტორიებზე მიიტანეს იერიში, სადაც რუსული ჯარები იყვნენ განლაგებული. გარდა ამისა, “გრადის” ტიპის ასაფეთქებლებით მათ 43-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი დონბასთან ახლოს მდებარე სამ სოფელს. გარდაცვლილია 14 მშვიდობიანი მოსახლე. დონბასში რუსული ჯარების გააქტიურებასთან დაკავშირებით უკრაინულმა მხარემ სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით, მინსკის ხელშეკრულებით დადგენილი პირობები დაირღვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები