მიხეილ სააკაშვილი უკრაინის იარაღით მომარაგების პროცესს მონიტორინგს გაუწევს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი და ანტიკორუციული საბჭოს თავჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის იარაღით მომარაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და აღნიშნულ საკითხს ის აუცილებლად გაუწევს მონიტორინგს. მისი როგორც უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშნვასთან დაკავშირებით კი ის კომენტარს არ აკეთებს. თუმცა უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო აცხადებს, რომ სააკაშვილის შესაძლებლობებს ის აუცილებლად გამოიყენებს.
“ჩვენ ძალიან დიდხანს ვფიქრობდით, როგორ გამოგვეყენებინა უკეთესად მიხეილ სააკაშვილის ცოდნა, გამოცდილება და უნიკლაური ნოუ-ჰაუ. მიხეილ სააკაშვილი იქნება საზღვარგარეთ უკრაინის წარმომადგენელი და უცხოეთის წარმომადგენელი უკრაინაში”, – განაცხადა პოროშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები