სკანდალი აშშ-ში: უკრაინის დელეგაციამ სენატორებს უკრაინის კონფლიქტის გაყალბებული ფოტოები გადასცა

აშშ-ში სკანდალის მიზეზი ამერიკელი სენატორებისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტის ამსახველი ყალბი ფოტოების მიწოდება გახდა. უკრაინის სახალხო დეპუტატის სემიონ სემენჩენკოს და უკრაინული მხარის ვიზიტი ამერიკაში 2014 წლის დეკემბერში შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Buzzfeed-ი ავრცელებს.11005764_344355962437260_977821717_n
ამერიკული გამოცემა იმ პირების სიასაც აქვეყნებს, რომლებიც ამერიკული მხარის ინფორმაციით, ყალბი ფოტოების გადაცემაში მონაწილეობდნენ.
დელეგაციის შემადგენლობაში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატების გარდა, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ფილიპ კარბერიც შედიოდა, რომელმაც თავის დროზე ამერიკულ მხარეს ფოტოების ნამდვილობა დაუდასტურა.
„უკრაინელმა პარლამენტარებმა, ეს ფოტოები დაბეჭდილი სახით მოგვაწოდეს და თქვეს, თითქოს ისინი მათ კამერებით გადაიღეს. მათ საკუთარ თავს დათვური სამსახური გაუწიეს. მე განვრისხდი, როდესაც გავიგე, რომ ერთ-ერთი ფოტო, სინამდვილეში 2008 წელს გადაღებული აღმოჩნდა“, -განაცხადა ოკლაჰომას სენატორმა ჯიმ ინჰოფმა.
ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, როგორც გაირკვა, ზოგიერთი ფოტო რუსი სამხედროების მონაწილეობით არსებული უფრო ადრინდელი სამხედრო კონფლიტების დროს იყო გადაღებული.
სტატიაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ფოტო, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს არის გადაღებული.

წყარო: obozrevatel.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები