“ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრისას რუს ჟურნალისტს შეკითხვის დასმის საშუალება არ მისცეს (ვიდეო)
მინსკში, “ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრისას, რუსული ტელეარხის “რასია 24”-ის ჟურნალისტს პასუხის დასმის შესაძლებლობა არ მისცეს. სამთავრობო დაცვის თანამშრომელი, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს თან მიჰყვებოდა, ჟურნალისტთან უხეშად მიიჭრა, პირი შეუკრა და გაჩუმება სთხოვა. ჟურნალისტმა დაცვის თანამშრომლის უხეში საქციელი მაშინვე გააპროტესტა, მაგრამ პოროშენკო უკვე წასული იყო და მან შეკითხვის დასმა ვერ მოახერხა.