გერმანელი სტუდენტის მკვლელობაში ბრალდებულს 70 -წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ამერიკის მონტანას შტატში 17 წლის გერმანელი სტუდენტის დირენ დედეს მკვლელობაში ბრალდებულს, 30 წლის მარკუს კაარმს, მონტანას შტატის უზენაესმა სასამართლომ 70- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ბრალდებულმა გერმანელი სტუდენტი მაშინ დაიჭირა, როდესაც ის ნასვამ მდგომარეობაში მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში იმყოფებოდა და მის გაქურდვას ცდილობდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან სტუდენტის მიმართულებით მან 27-ჯერ მოახდინა საკონტროლო გასროლა. სტუდენტი ადგილზევე გარდაიცვალა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სტუდენტი საკუთარ საქციელს ვერ აკონტროლებდა, რადგანაც ალკოჰოლის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 30 წლის მარკუს კაარმს მკვლელობისთვის სასჯელის უმაღლესი ვადა – 70 წელი მიესაჯა. მომდევნო 20 წლის განმავლობაში მას განაჩენის გასაჩივრების საშუალებაც კი არ მიეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები