ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად, მინიმუმ 10 ადამიანი დაიღუპა, 100 -მდე კი მძიმედ დაშავდა

ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად, მინიმუმ 10 ადამიანი დაიღუპა, 100 -მდე კი მძიმედ დაშავდა. ავარიის მიზეზი სამგზავრო მატარებლის რელსებიდან გადასვლა გახდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. ინდოეთის იუსტიციის მინისტრმა სადანადა გოვდმა განაცხადა, რომ გარდაცვლილი მგზავრების ოჯახები კომპენსაციის სახით 3 ათას დოლარს მიიღებენ, დაშავებულების ოჯახები კი – 800 დოლარს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა, 50-მდე გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები