პაკისტანში, მეჩეთში დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

პაკისტანში, პეშევარის პროვინციაში მდებარე მეჩეთში მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. შემთხვევა სამხედრო პირებსა და ადგილობრივ მომლოცველს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაიწყო, მოგვიანებით კი სროლაშიც გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ საქმეზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მომხდარი ფაქტი ტერაქტად არ შეუფასებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები