ნიგერიაში კამიკაძე ტერორისტმა თავი აიფეთქა – შემთხვევას 7 ადამიანი შეეწირა, არიან დაჭრილები
ნიგერიაში მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 20 კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ნიგერიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბორნოში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. აფეთქება კამიკაძე ტერორისტის მიერ იყო ორგანიზებული. ასაფეთქებელი მოწყობილობა მას ჰიჯაბის ქვეშ ჰქონდა დამალული. გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა “ბოკო ჰარამის” ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიღო. გასული თვის განმავლობაში მათთან საბრძოლველად 9 ათასამდე მოხალისე გაერთიანდა. მათი უმეტესობა აფრიკის ქვეყნებიდანაა.