პრორუს სეპარატისტებს მარიუპოლისა და დებალცევოს აღება დაავალეს
უკრაინის თავდაცვის მინისტრი პეტრე მიხედი აცხადებს, რომ პრორუს სეპარატისტებს მარიუპოლსა და დებალცევოში კონფლიქტის გაღრმავება სურთ. მისი განცხადებით, აღნიშნულ რაიონებში ისინი თავიანთი დროშების აღმართვასაც აპირებენ.
“ჩემი ინფორმაციით, რუსულ სამხედრო ძალებს აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის გამოწვევა აქვთ დავალებული. მარიუპოლსა და დებალცევოში მათ თავიანთი დროშები უნდა აღმართონ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუშალოთ კონფლიქტის ესკალაციას და მდგომარეობის დაძაბვა თავიდან ავიცილოთ”, – განაცხადა მეხედმა.