ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ნორბერტ ლამერტს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითად საკითხები იყო. აღინიშნა ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბუნდესტაგის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და ნატოსთან არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობასა და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე.
ნორბერტ ლამერტმა მოიწონა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმები საქართველოში და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის უკრაინის კრიზისს. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები