რუსეთმა და კუბამ სამხედრო თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ კუბას ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსი და კუბელი თავდაცვის მინისტრები ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავენ და სამხედრო თანამშრომლობის მემორანდუმსაც მოაწერენ ხელს. აღნიშნული შეხვედრა თავდაცვის მინისტრის ლათინური ტურის ფარგლებში ხორციელდება. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი ურთიერთობების მემორანდუმი გუშინ ნიკარაგუასთან გააფორმა, მანამდე კი – ვენესუელასთან.