ზაქარია ქუცნაშვილი დავით საგანელიძის განცხადებას პასუხობს

„უმრავლესობის ლიდერი მისი განცხადებებით საკუთარ დელეგიტიმაციას ახდენს“, – ასე გამოხმაურა ზაქარია ქუცნაშვილი დავით საგანელიძის გუშინდელ განცხადებებს.
“როდესაც უმრავლესობის ლიდერი საკუთარივე განცხადებაში ხაზგასმით ამბობს ორჯერ, რომ მე არა ვარ ვალდებული ველაპარაკო უმრავლესობის წევრებს, ამით ის ახდენს თავისი თავის დელეგიტიმაციას”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მანამდე კი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა. “ქუცნაშვილი ახალგაზრდა კაცია და ცოტა მეტი დაფიქრება, თავშეკავება და გუნდურობა მართებს. მას, ასევე, სიტყვების მოზომვა მართებს, თორემ შეიძლება ცხოვრებაში ცხვირი წაიმტვრიოს”, – აღნიშნა დავით საგანელიძემ.
საგანელიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის კრიტერიუმებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოზე ისაუბრეს და თუკი უმრავლესობის წევრებს კითხვები ან რაიმე სახის უკმაყოფილება ჰქონდათ, ეს მანამდე უნდა გამოეხატათ, ვიდრე ქუცნაშვილი განცხადებას დაწერდა.
“მაინტერესებს, სამი კვირის განმავლობაში რატომ არც ერთ ამ დეპუტატს არ გაუჩნდა სურვილი თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა კრიტერიუმებთან დაკავშირებით. თავიანთი პოზიცია და უკამყოფილება მხოლოდ მას შემდეგ გამოხატეს, როცა ქუცნაშვილმა თავისი კანდიდატურა წარადგინა, შემდეგ განცხადება დაწერა და ამ დეპუტატებს ხელი მოაწერინა. ჩემს კოლეგებს დაფიქრებისკენ მოვუწოდებ”,- განაცხადა დავით საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები