როდის მოხდება ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაცია – რა იცის ექსპრემიერის ძმამ?

რაც კი აუცილებელი იქნება საგამოძიებო მოქმედებებისთვის, ყველაფერს მხარს დავუჭერთ, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ყოფილი პრემიერის ცხედრის ექსჰუმაციის კონკრეტულ თარიღზე ჯერ ლაპარაკი ადრეა.
„თუ რამე მნიშვნელოვანი სიახლეა, პროკურატურა თვითონ ახმაურებს. მას შემდეგ, რაც პროკურატურა რამეს გაახმაურებს, მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია რამის თქმა”, – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციის თარიღზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები