შსს-ს აკადემიაში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორებს სპეციალური კურსის სერტიფიკატები გადაეცათ

შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სპეციალური ტრენინგის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს. ღონისძიებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და შსს-ს აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შსს-ს აკადემიაში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინსტრუქტორთა მომზადების სპეციალური მოკლევადიანი კურსი (ტრენერთა ტრენინგი) და მასში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორებმა და პედაგოგებმა მიიღეს მონაწილეობა.
აღნიშნული კურსი მიზნად ისახავს სახელმწიფო დაცვის სამსახურის სასწავლო ცენტრის პედაგოგთა და ინსტრუქტორთა სწავლების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. ტრენინგის პროცესში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სწავლების თანამედროვე მეთოდები, პრეზენტაციის უნარები, სწავლების მეთოდოლოგია. კურსი თეორიულ საკითხებთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავდა.
ტრენინგის მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და შსს-ს აკადემიის ხელმძღვანელებმა ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები