სინოპტიკოსები საქართველოში ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ
დღეს საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან მცირე წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის სავარაუდო ტემპერატურა იქნება: დაბლობში +7,+12; მთაში +4,+9; მაღალ მთაში 0,+5 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგგან მოსალოდნელია მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. დაუბერავს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის სავარაუდო ტემპერატურაა: ბარში +3,+8; მთაში +1,+6 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში -2 გრადუსი ყინვა, +3 გრადუსი სითბო.
თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დილის საათებში მცირე წვიმაა შესაძლებელი. იქროლებს სუსტი ქარი. ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება.