„ნაციონალებს“ სურდათ ID-ბარათზე მიებათ კარდიოგრამა და კუბდარის შეკვეთა“

  „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა ID-ბარათზე მიება კარდიოგრამა და კუბდარის შეკვეთა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
„მამა ბასილმა ბრძანა თითქოს მე მინდა თვითმფრინავიდან კუბდარი შევუკვეთო, მაგრამ ეს ალბათ მამა ბასილმა გადმოცემით იცოდა, რადგან მე ვთქვი ის, რასაც ბატონი ვაშაძე ამბობდა. „ნაციონალებს“ სურდათ ამ ბარათზე მიებათ კარდიოგრამა, კუბდარის შეკვეთა და ასე შემდეგ. ჩვენი მიზანი ეს არ არის. ამ პირადობის მოწმობას არ დაემატება არანაირი ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც ხილულად არის მასზე. სხვა არაფერი ამ ბარათში არ ინახება, მაგრამ ცივილიზებულ საზოგადოებაში ძალიან ბევრი ინფორმაცია ინახება მოქალაქეებზე სამოქალაქო რეესტრში, საჯარო რეესტრში შინაგან საქმეთა სამინისტროში,“ – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები