"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" სოციალურ-დემოკრატიულ იდეოლოგიაზე იქნება დაფუძნებული“
“ძალიან რთული არჩევნები გველოდება წინ, ეს იქნება სრულიად განსხვავებული არჩევნები საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისგან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში მნიშვნელოვან შედეგს დადებს, რომელიც ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“,-განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” სოციალურ-დემოკრატიულ იდეოლოგიაზე იქნება დაფუძნებული და მისი ორგანიზაციული გაძლიერება იგეგმება. “ჩვენ მნიშვნელოვან ყურადღებას ვანიჭებთ პარტიის ორგანიზაციულ გაძლიერებას, პარტია სოციალურ-დემოკრატიულ იდეოლოგიაზე იქნება დაფუძნებული“,-აღნიშნა კალაძემ.