“Costa Concordia”-ს კაპიტანს 16 წელი მიუსაჯეს
იტალიის სასამართლომ „Costa Concordia“-ს კაპიტან ფრანჩესკო სკეტინოს 16 წლით პატიმრობის აღკვეთა მიუსაჯა. ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. პროკურორები გემის კატასტროფაში დამნაშავისთვის 26 წლით პატიმრობის აღკვეთას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ სკეტინოს საბოლოოდ 16 წელი შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ფრანჩესკო სკეტინო ხომალდის კატასტროფაში ერთადერთ დამნაშავედ გამოცხადდა.
იტალიური „Corriere Della Sera“-ს ცნობით კაპიტანი სასამართლოს მიმდინარეობისას ატირდა. სკეტინოს სიტყვებით, ის მედიის დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცა და ასევე განაცხადა, რომ ის „ხომალდის კატასტროფის 32 მსხვერპლთან ერთად მოკვდა“, რადგან მის მდგომარეობას „ძნელია სიცოცხლე უწოდო“.