ყაზახეთის პრეზიდენტი: სანქციები რუსეთის მიმართ ბარბაროსულია

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სანქციები, რომელიც ბოლო პერიოდში რუსეთის მიმართ გატარდა, ბარბაროსულია. სირთულეების დაძლევას რუსეთი აუცილებლად შეძლებს და არსებული ვითარებიდანაც ღირსეულად გამოვა.
“რუსეთი დღეს ურთულეს მდგომარეობაშია, მაგრამ ჩვენ მათ გვერდით ვართ. ამგვარი ბარბაროსული სანქციები კი სიკეთეს არავის მოუტანს. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ამ ჩიხიდან ღირსეულად გამოვა. არსებული მდგომარეობა დროებითია”,- განაცხადა ნაზარბაევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები