ამერიკის უნივერსიტეტის კამპუსში 3 მუსულმანი სტუდენტი მოკლეს

ამერიკის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში სამი მუსულმანი სტუდენტი მოკლეს. შემთხვევა ჩრდილო კაროლინაში მოხდა. გარდაცვლილი მუსულმანები შიიტები იყვნენ. 46 წლის გრეგ სტეფან ჰიქსი დანაშაულის ჩადენის შემდეგ თავად ჩაბარდა სამართალდამცავებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობის ორი მოტივი არსებობს. პირველის თანახმად დანაშაული მან პირადი ანგარიშწორების ნიადაგზე ჩაიდინა, რადგანაც მოკლულები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ, მეორე მოტივის თანახმად კი მკვლელობის მოტივი სტუდენტების რელიგიური აღმსარებლობა გახდა. მკვლელობის ოფიციალური მოტივი გამოძიების დასრულებამდე უცნობია.

10962054_1543415985909973_2003126421_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები