“ნორმანდიის ოთხეულის” სამიტზე უკრაინა, ცეცხლის შეწყვეტის გარდა, ტყვეების დაბრუნებასაც ითხოვს
მინსკში “ნორმანდიის ოთხეულის” შეხვედრა გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამიტზე მისულმა ლიდერებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის პირველი უკრაინიდან ჯარების უპირობო გაყვანას შეეხო. დაუზუსტებელი ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ რუსული მხარე უკრაინიდან ჯარების გაყვანას დაიწყებს, ამერიკულმა მხარემ აღნიშნულ პროცესს მონიტორინგი უნდა გაუწიოს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში ტყვედ აყვანილი უკრაინელი ჯარისკაცების ბედი. პოროშენკო მათი უკრაინული მხარისთვის დაუყოვნებლივ გადაცემას მოითხოვს.
შეგახსენებთ, “ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრა 5 საათზე დაიწყო და ის ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მოლაპარაკებების ოთახში მხოლოდ ფოტოგრაფები შეუშვეს. სამიტის დეტალებზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.