ექსკლუზივი: ირაკლი ფირცხალავა და სოსანაშვილის ადვოკატი თანაკლასელები არიან

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის გია სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე, ირაკლი ფირცხალავა და მისი მეუღლე ნინო ხვიტია თანაკლასელები არიან, – ამის შესახებ „კვირას“ ნინო ხვიტიამ განუცხადა. როგორც მან „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, იგი ირაკლი ფირცხალავას და სოსო ჯოგლიძეს ბავშვობიდან იცნობს. მისივე თქმით, ისინი ჯერ საბურთალოზე მდებარე მე-60 საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ, შემდეგ კი სამივემ სწავლა 101- ე სკოლაში გააგრძელა.10944665_903246333031194_437691361_n
„ირაკლის 5 წლიდან ვიცნობ, მე და ჩემი მეუღლე საბურთალოზე, ყაზბეგის ქუჩაზე ვცხოვრობდით. ჩვენ დროს იყო მოსამზადებელი კლასი, მაშინ ვსწავლობდით მე-60 სკოლაში. მერე ორივე 101- სკოლაში გადავედით, რომელიც ახლა ევროპული სკოლაა. ჩვენივე თანაკლასელია სოსო ჯოგლიძეც, სოსო მე-60 სკოლაშიც ჩვენთან ერთად დადიოდა და მერე სამივენი 101 – ე საჯარო სკოლაში გადავედით. ჩვენ – სამივე ერთად თანაკლასელები ვიყავით, ერთმანეთს ვიცნობდით, მაგრამ მეგობრები არ ვყოფილვართ“, – აღნიშნა ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ ნინო ხვიტიამ.
აღნიშნულის შესახებ „კვირა“ გია სოსანაშვილის ადვოკატს სოსო ჯოგლიძესაც დაუკავშირდა. მან „კვირასთან“ დაადასტურა, რომ ის ირაკლი ფირცხალავას ბავშვობიდან იცნობს და თანაკლასელები არიან. თუმცა, აღნიშნა, რომ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„მე, ირაკლი ფირცხალავა და ნინო ხვიტია თანაკლასელები ვართ. მეგობრებიც ვიყავით, მაგრამ ამ საკითხს საქმესთან არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მე ვარ გია სოსანაშვილის ადვოკატი. ჩემთან მოვიდა გია სოსანაშვილის სიძე, გავაფორმე ხელშეკრულება და საქმეში ჩავერთე“, – აღნიშნა სოსო ჯოგლიძემ.10994711_1587975174771530_278556371_n-702x336
ადვოკატი „კვირასთან“ საუბრისას კატეგორიულად უარყოფს ფაქტს, რომ თითქოსდა, გია სოსანაშვილს ადვოკატი ირაკლი ფირცხალავამ დაუქირავა.
„თუ დაზარალებული ამ ფაქტს გაითვალისწინებს, მაშინ ჩემ მიმართ ადგილი ექნება დისკრედიტაციას. ისეთი რაღაცებიც მესმის, თითქოსდა, ირაკლი ფირცხალავამ დამიქირავა სოსანაშვილის დასაცავად, ეს არის აბსურდი. დედას გეფიცებით. როგორც იურისტს, მე სოსანაშვილის დაცვა მევალება, ხელშეკრულება გავაფორმე და საქმეში ვარ ჩართული“, – აცხადებს სოსო ჯოგლიძე.
შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის გია სოსანაშვილის ადვოკატის მომსახურეობის ხარჯები მედიაში განხილვის თემად იქცა. ვინ უხდის სოსო ჯოგლიძეს კლიენტის მომსახურების თანხებს – ამ საკითხზე გადაცემა „არჩევანშიც“ ისაუბრეს.
კასპის მუნიციპალიტეტის ქვემო ჭალის გამგეობის მოვალეობის შემსრულებელი მარეხ ყამბეგაშვილი დაინტერესდა, ვინ უხდის გია სოსანაშვილს ადვოკატის მომსახურების ფულს. “ადვოკატის მომსახურება დღეს რომ იაფი არ ჯდება, ეს ყველამ იცის. ამიტომ ჩნდება ეს კითხვა. ამ ოჯახის მდგომარეობა ნახა მთელმა საქართველომ და გაცილებით უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, ის ყოფილიყო სახაზინო ადვოკატი. ვინ უხდის ჰონორარს მის ადვოკატს?” – განაცხადა მარეხ ყამბეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები