პარიზში ჩარლი ჩაპლინის პირველი „ოსკარი“ მოიპარეს
პარიზში 1 მილიონ ევროდ შეფასებული ჩარლი ჩაპლინის „ოსკარი“ მოიპარეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ტელეგრაფი” იუწყება, თაღლითები „ოსკარის“ მოპარვის გეგმაზე თვეების განმავლობაში მუშაობდნენ. საცავში, სადაც ჩარლი ჩაპლინის „ოსკარი“ იმალებოდა, კიდევ რამდენიმე სხვა ჯილდოც იყო, თუმცა თაღლითებმა მხოლოდ ერთი ჯილდო აიღეს.
60 -წლიანი კარიერის მანძილზე ჩაპლინმა სულ სამი „ოსკარი“ მოიპოვა. ის, რომელიც თაღლითებმა მოიპარეს, მისი პირველი „ოსკარი“ იყო და ის მსახიობს 1928 წელს, ფილმისთვის In The Circus-ი გადაეცა.