საგამოძიებო სამსახურმა სოფელ კვირიკეს ყოფილი და მოქმედი რწმუნებულები პასუხისგებაში მისცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების, სამსახურეობრივი სიყალბისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება – გამოყენების ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს თემის ყოფილი და მოქმედი რწმუნებულები, ასევე ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
როგორც “კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, დადგენილია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, მოსახლეობისთვის საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხის მოტყუებით დაუფლება განიზრახა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს თემის ყოფილი და მოქმედი რწმუნებულების დახმარებით დაამზადა მიწის ფლობის ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რის საფუძველზეც საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მოტყუებით მიიღო დიდი ოდენობით თანხა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 341-ე 342-ე და 362-ე მუხლით, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.