შსს-ს ექვსი თანამშრომელი, ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ მოხმარების გამო, სამსახურიდან დაითხოვეს
შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მეშვეობით ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარეს შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სახანძრო-სამაშველო სამსახურების პირად შემადგენლობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ექვსი თანამშრომელი პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის, ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვეს. ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას’’ მოხმარების ფაქტზე გამოვლენილნი იქნენ: ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და მთაწმინდა-კრწანისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მაშველ-მეხანძრეები. აღნიშნულის საფუძველზე, ყველა მათგანი, 2015 წლის 26 იანვარს სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად, 500 ლარით დააჯარიმა.