თბილისში მშენებარე კორპუსის ლიფტი ჩავარდა – არის მსხვერპლი არიან დაშავებულები
თბილისში, კერძოდ კი ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად ორი მუშა გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მშენებარე კორპუსში დამონტაჟებული სატვირთო ლიფტი ჩავარდა.
რაც შეეხება დაშავებულ მუშებს, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. მათი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით მეორე ნაწილით მიმდინარეობს.