გელა პაპიაშვილის ნახატების პერსონალური საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
14 – 15 თებერვალს გელა პაპიაშვილის ნახატების პერსონალური საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ორი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, მივიდეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში და წვლილი შეიტანოს იმ ქველმოქმედებაში, რაც დღესდღეობით საქართველოს ძალიან სჭირდება.
დამთვალიერებელს შეუძლია შეიძინოს მისთვის სასურველი ტილო. გაყიდული ნახატების ღირებულების 50% პროცენტი ხმარდება ქველმოქმედებას. ასევე ქველმოქმედებაში წვლილს დარბაზში განთავსებული ყუთების საშუალებითაც შეიტანთ. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 597 777 034- დავით ტაბიძე.