„სანახაობის მომწყობი“ – სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

13 თებერვალს, 19:00 საათზე რუსთაველის თეატრში პრემიერა გაიმართება. ავსტრიელი კლასიკოსის გახმაურებული პიესა „სანახაობის მომწყობი“, რომელიც გერმნულიდან ქართულად მაია ფანჯიკიძემ თარგმნა, სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე ავსტრიელმა რეჟისორმა ქრისტინ პაპკემ დადგა.
სცენოგრაფია ხათუნა ხუნდაძეს ეკუთვნის, მუსიკა – მანანა ხუნდაძე-ლემანს, კოსტიუმის მხატვარია ანა ნინუა, ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე, რეჟისორის ასისტენტი – დავით ნიკურაძე, რეჟისორის თანაშემწე – მარინა ამაღლობელი. მონაწილეობენ მსახიობები: თენგიზ გიორგაძე, მარინა კახიანი, რუსუდან მაყაშვილი, ალექსანდრე მიკუჩაძე-ღაღანიძე, ნიკოლოზ ქაცარიძე, დარეჯან ხარშილაძე, ქეთევან ხიტირი.
სპექტაკლის ნახვა მაყურებელს ასევე შეუძლია 14 და 22 თებერვალს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები