ლექცია „მოგზაურობა და მეხსიერება“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, National Geographic-ი საქართველო და კომპანია „სილქნეტი“ წარმოგიდგენთ საზოგადოება National Geographic-ის წევრისა და მწერლის პოლ სალოპეკის ლექციას „მოგზაურობა და მეხსიერება“.
2013 წელს მწერალმა პოლ სალოპეკმა გადაწყვიტა ემოგზაურა ქვის ხანის პერიოდის მარშრუტით, რომელიც თავის დროზე ქვის ხანის ადამიანებმა გაიარეს. მარშრუტი ეთიოპიაში, დიდი რიფების ხეობიდან დაიწყო. თავისი შვიდწლიანი პროექტის „გამოსვლა ედემიდან“ ფარგლებში, სალოპეკი მკითხველს სხვადასხვა საინტერესო ისტორიას მოუთხრობს. ვინაიდან იგი მოგზაურობს სამ კონტინენტზე, ხუთი კილომეტრ საათის სიჩქარით, იგი პირადად ხვდება და ისმენს ადგილობრივ ხალხთა ისტორიებს.
ორი წლისა და 9 მილიონი ნაბიჯის შემდეგ, უძველესი ადამიანების მიგრაციის კვალდაკვალ, პოლ სალოპეკი საქართველოში შემოვიდა.
პოლ სალოპეკი წარმოშობით კალიფორნიიდან არის. როგორც უცხოელი კორესპონდენტი, ის მუშაობდა აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულსა და ლათინურ ამერიკაში. ავტორის სტატიები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა კულტურათა სიცოცხლისუნარიანობა, ტექნოლოგიების გავლენა,
მასობრივი მიგრაციები, საზოგადოებათა კონფლიქტი, კლიმატის ცვლილება და ა.შ. მისი ნაშრომები იბეჭდება ისეთ გამოცემებში, როგორიცაა: National Geographic Magazine, The New York Times, Chicago Tribune, The Best American Travel Writing და სხვა. სალოპეკი ორჯერ დაჯილდოვდა პულიცერის პრემიით.
პროექტის მხარდამჭერია საზოგადოება National Geographic-ი, ასევე ფონდები: the Knight Foundation-ი და the Abundance Foundation-ი.
დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: http://outofedenwalk.nationalgeographic.com; http://www.outofedenwalk.com;
პრესკონფერენცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში 9 თებერვალს, 16:00 საათზე დაიწყება. ხოლო ლექცია 9 თებერვალს, 17:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები