მარინე მიზანდარი პრემიერისა და კულტურის მინისტრის წინააღმდეგ

  კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, მარინე მიზანდარის ადვოკატი დღეს საქალაქო სასამართლოს პრემიერ-მინისტრისა და კულტურის მინისტრის წინააღმდეგ სარჩელით მიმართავს. ამის შესახებ “კვირას“ მარინე მიზანდარმა განუცხადა.
მიზანდარის ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტრთა ასოციაციის” წარმომადგენელი სულხან სალაძე იცავს. სალაძის თქმით, სარჩელში მოთხოვნილია იმ დოკუმენტების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა მიზანდარის თანამდებობიდან გათავისუფლება, ასევე გურამ ოდიშარიას მიერ მიზანდარის მიმართ შენიშვნის დოკუმენტის გაბათილება.
შეგახსენებთ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, მისი მოადგილის დაუმორჩილებლობის გამო, პრემიერ-მინისტრს მიზანდარის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები