ნატოს გენერალი: უკრიანაში არსებული მდგომარეობის მოსაგვარებლად ნებისმიერი საშუალება უნდა განვიხილოთ
მიუნხენში, უსაფრთხოების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას, ნატოს გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა, რომ უკრაინაში არსებული მდგომარეობის რეგულირებისთვის, ნებისმიერი საშუალება უნდა იქნას განხილული.
“თუ სასურველი მიზნის მისაღწევად, ის არ არის საკმარისი, რაც დღემდე გაკეთდა, მაშინ მიზნის განსახორციელებლად ნებისმიერი საშუალება უნდა იქნას განხილული”, – განაცხადა ბროდლავმა.
შეგახსენებთ, ამ ეტაპზე რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების შედეგად დროებითი სამშვიდობო გეგმისთვის იქნა მიღწეული, შესაბამისად, უკრიანისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდება ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკიდან ჯერჯერობით არ განიხილება.