კრემლში პროტოკოლი დაირღვა: პუტინმა მერკელსა და ფრანსუა ოლანდს ხელი არ ჩამოართვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, კრემლში გამართულ შეხვედრაზე გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს ხელი არ ჩამოართვა.
პოლიტოლოგების განცხადებით, ეს პროტოკოლის მაცრი დარღვევაა. გარდა ამისა, დარბაზში, სადაც სამი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ხვდებოდნენ არც საფრანგეთის და არც გერმანიის დროშები წარმოდგენილი არ იყო. ხუთ საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. როგორც საინფორმაციო საშუალება “რია-რუ”იუწყება, კრემლის პრესსამსახურის წარმომადგენელი შეხვედრის შესახებ მოკლე განცხადებით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ შეხვედრა იყო, კონსტრუქციული და სუბსტანტიური”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები