„არ მომიახლოვდე, გესვრი" – სევასტოპოლის აეროპორტი ბლოკირებულია

  ყირიმში, სევასტოპოლის აეროპორტთან მისასვლელი გზა ავტომატებით შეიარაღებულ რუსულ ენაზე მოლაპარაკე 300 სამხედროს მიერ არის ბლოკირებული. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. სამხედროები აეროპორტის ტერიტორიაზე არავის უშვებენ და მათ შეჩერებას სიტყვებით – “არ მომიახლოვდე, გესვრი” ცდილობენ. როგორც სამხედროები აცხადებენ, ისინი აეროპორტს პროვოკაციისგან იცავენ. “ბელბაკის” აეროპორტის წარმომადგენლის ანატოლი რიჩენკოს განცხადებით, სამხედრო ფორმაში ჩაცმული 300-მდე პირი აეროპორტის ტერიტორიაზე წუხელ გვიან ღამით შევიდა. ისინისავარაუდოდ, რუსი სამხედროები არიან. რიჩენკოს თქმით, აეროპორტის ტერიტორიაზე სამი ჯავშანტრანსპორტიორი და 10 სამხედრო მანქანა “ურალი” დგას.
როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, აეროპორტში გუშინ საღამოს დაახლოებით 150 სამხედრო შევიდა, ხოლო გუშინ დილით შეიარაღებულმა პირებმა ყირიმის პარლამენტი და მთავრობა აიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები