თევზის მასობრივი გაწყვეტა სპილენძის შემცველმა ხსნარმა გამოიწვია

თევზის მასობრივი გაწყვეტის გამო შესაძლოა „RMG Copper“-ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს

  ბოლნისში, მდინარე მაშავერაში თევზის მასობრივი გაწყვეტა კაზრეთში მდებარე ოქროს და სპილენძის მომპოვებელი კომპანია „RMG Copper“-დან 5 ათასი ტონა სპილენძის მარილების შემცველმა ხსნარმა გამოიწვია, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა ნომალ მაისურაძემ განუცხადა.
„ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მდინარე მაშავერაში სპილენძის მარილების შემცველი ხსნარი ჩაიღვარა. როგორც გაირკვა, კაზრეთში მდებარე ოქროს და სპილენძის მომპოვებელი კომპანია „RMG Copper“- დან დაახლოებით 5 ათასი ტონა სპილენძის შემცველი მარილების ხსნარი მდინარეში ჩაიღვარა, რამაც გამოიწვია წყლის დაბინძურება და მოწამვლა, რასაც თევზების მასობრივი გაწყვეტა მოჰყვა“, – აცხადებს ნომალ მაისურაძე. მისი თქმით, ლაბორატორიული კვლევების საბოლოო დასკვნას უახლოეს დღეებში სამართალდამცველებს გადასცემენ, რის შემდეგაც შესაძლოა კომპანიას „როგორც კი მდინარის წყლის კვლევის შედეგები ოფიციალურად გახდება ცნობილი, დასკვნას სამართალდამცავებს გადავცემთ და შესაბამისი სტრუქტურა სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს. არ გამოვრიცხავთ, რომ გარემოზე მიყენებული ზიანის გამო კომპანია “RMG copper” – ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს“, – აღნიშნა ნომალ მაისურაძემ შეგახსენებთ, რომ გუშინ დილას ბოლნისში, მდინარე მაშავერის სანაპიროზე წყალმა ათასობით მკვდარი თევზი გამორიყა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები