ნინო გიორგობიანი: ვახტანგ გომელაურსა და ლადო ბედუკაძეს შორის ნათესაური კავშირი არ არის

შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ლადო ბედუკაძისა და ვახტანგ გომელაურის ნათესაური კავშირის თაობაზე დეზინფორმაციას უწოდებს. ნინო გიორგობიანის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ადგილი აქვს მცდელობას, რომ გავრცელდეს ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს ლადო ბედუკაძე არის ვახტანგ გომელაურის ნათესავი, ეს არის ტყუილი! და დეზინფომაციის გავრცელებას ცდილობენ. მადლობა მედიასაშუალებებს, რომ ამ ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებას არ ახდენენ!“ – წერს ნინო გიორგობიანი.
შეგახსენებთ, სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ციხეების სკანდალური კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ნათესავები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები