მიუნხენში უსაფრთხოების თემაზე გამართულ კონფერენციას მსოფლიოს ლიდერები ესწრებიან

მიუნხენში ამ წუთებში უსაფრთხოების თემაზე გამართული საერთაშორიო კონფერენცია იმართება. შეხვედრას მსოფლიოს ლიდერები და უმაღლესი თანამდებობების 400-მდე პირი ესწრება. მათ შორის არიან ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯონ ქერი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.
როგორც საინფორმაიო სააგენტო “რუდავ.ნეტი” იუწყება, კონფერენციის ერთ-ერთი განსახილველი თემა უკრაინის აღოსავლეთ ნაწილში არსბეული კონფლიქტია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრიანის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან, არსებულ კონფლიქტზე ისაუბრებენ და არსებული მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნას შეეცდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები